შანრი: ასეთი იყო ინიესტაც

შანრი: ასეთი იყო ინიესტაც

17 წლის ტეო შანრი იშვიათი მოვლენაა ფეხბურთში. მას აკვირდებიან კლუბების სკაუტები, ის ხომ სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს ინიესტას!! შანრი დაიბადა ტულუზას გარეუბანში და ადრეული ასაკიდან დაიწყო ფეხბურთის თამაში. 13 წლის ტეო ჩაირიცხა სახლთან ახლოს მდებარე ელიტურ საფეხბურთო სკოლაში. სახელმწიფოს დაფინანსებით ტეო სკოლაში 2 სეზონის განმავლობაში სწავლობდა. შემდეგ, საფრანგეთის ახალგაზრუდლი ნაკრების თამაშისას, “ბარსას” სკაუტმა, მიჩელ სამორამ, გაიგო შანრის შესახებ.

შანრის შესანიშნავი ტექნიკით მოჯადოებულმა სამორამ “ბარსას” ახალგაზრდა მოთამაშესთან კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. ბიჭის ხელში ჩაგდებას ასევე ცდილობდნენ “ლიონი”, “ჩელსი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “რენი”, “მონპელიე” და “ლილი”. ქალაქთან სიახლოვისა და სათამაშო სტილის გამო ტეომ კატალონიური კლუბი აირჩია და სინჯებზე ჩავიდა ესპანეთში. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და შანრიმ დარჩენა გადაწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ, სხვა კლუბებთან შედარებით, “ბარსას” შემოთავაზება ყველაზე მოკრძალებული იყო. ტეოსთან ერთად კატალონიაში დარჩა დედა.

მორცხვ, მოკრძალებულ და სერიოზულ შანრის თავიდან გაუჭირდა ახალ სახლთან შეგუება. საფრანგეთში ის თავისი გუნდის (“US Colombiers”) ლიდერი იყო, ხოლო “ბარსაში”  ბევრიდან ერთ-ერთი გახდა. ამ პრობლემების მიუხედავად, დრომ და მოთმინებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ტეოს პროგრესში. საბოლოოდ ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ის, ვინც ხელმძღვანელობს გუნდის თამაშს. შანრი არის შემტევი ნახევარმცველი და უკვე ბევრმა ის ანდრეს ინიესტას შეადარა. ბიჭი მართლაც ჰგავს ინიესტას გენიალური ტექნიკით, მშვიდი ხასიათით, სიმაღლითა (170სმ) და ფერმკრთალი კანით. აქვს იგივე დადებითი და უარყოფითი თვისებები და ისევე როგორც ინიესტასგან, შანრისგანაც უფრო ბევრ გოლს ითხოვენ.

გასულ სეზონში შანრიმ რთული პერიოდი გამოიარა. როგორც იცით, ფიფამ “ბარსელონას” სანქციები დააკისრა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების გამო, ამ მოთამაშეებმა კი საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ეს ზუსტად შანრის შემთხვევაა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ძველებურადაა. დედამისმა დაიცვა ოჯახის გადაწყვეტილება: “შვილთან ერთად წავალ იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ ჩვენ აქ ყველაფერი გვაკმაყოფილებს. საუბარი ხომ “ბარსელონაზეა”! რომელი მშობელი არ გაუშვებს შვილს ჰარვარდში?”

“ბარსელონასა” და საფრანგეთში შანრის აფასებენ. სამშობლოში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და ტეოს ეროვნული ნაკრების მომავალ ლიდერად მიიჩნევენ. ის ხომ საფრანგეთის SUB-20 ნაკრების ფეხბურთელია, რომელმაც გუნდთან ერთად გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატზე. მოვა დრო და შანრი მოედანზე ინიესტასთან ერთად გამოვა, ხოლო საფრანგეთი მას შეხედავს, როგორც მთავარ იმედს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია