“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო აღიარებს, რომ ამ პოსტზე მუშაობა მუდმივი ზეწოლის გამო დამღლელი იყო.
“როდესაც გუნდი იგებს, ეს ფეხბურთელების დამსახურებაა, როდესაც მარცხდება – დამნაშავე მწვრთნელია. მნიშვნელოვანია, როდესაც ფეხბურთელები მწვრთნელს მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებენ, მაგრამ ეს ყველაფერი დამღლელია. “ბარსელონა” პეპ გვარდიოლას დროს კლუბის ისტორიაში საუკეთესო იყო. ეს გუნდი ვერასდროს შეედრება სხვა გუნდს. ასე რომ, “ბარსელონასთვის” მხოლოდ გამარჯვება საკმარისი არაა.” – აცხადებს მარტინო.