რამდენიმე წელია ”ბარსელონას” წინააღმდეგ გუნდები, განსაკუთრებით ”ნოუ კამპზე”, ყრუ დაცვვით თამაშობენ. გაბი მილიტო აცხადებს: ”ბოლო წლებია თითქმის ყველა გუნდი ესეთ სტილში გვეთამაშება. სასიხარულოდ, უმეტეს თამაშებში ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწიეთ”.
გუნდი შესაძლებლობებით
მილიტო აღნიშნავს: ”გუნდი უკვე მიეჩვია დაცვის გარღვევას და აქვს უამრავი შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა. ჩვენ გვჭირდება გადავჭრათ ის პრობლემები, რასაც მოწინააღმდეგეები გვიქმნინან”.
მესი მშვიდადაა
რაც შეეხება მესის, მილიტო მას უნიკალურს უწოდებს: ”ის თავს კარგად გრძნობს. ლეო მშვიდადაა და ელოდება დროს, როცა დაიწყებს ჩვენთან ერთად ვარჯიშს”.
მასკერანოს ადაპტაცია
”ის ადაპტაციას სწრაფად გადის და ყველაფრით კმაყოფილია. არა მგონია მას უჭირდეს ადაპტაცია, რადგან ვიცი მისი შესაძლებლობები. ის სწრაფად ითვისებს ყველაფერს, რასაც პეპი ეუბნება” – ამბობს მილიტო.
თამაში ”სან მამესზე”
”ბილბაოში მომზადებულები უნდა ჩავიდეთ. ჩვენ ძალიან სერიოზული მეტოქე გველოდება. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ძალიან კარგად, როგორც ბოლო შეხვედრებში ვთამაშობდით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი დიდ პრობლემებს შეგვიქმნის” – აცხადებას კატალონიელთა ცენტრალური მცველი.