workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარიო ფერნანდესი „ბარსელონას“ ინტერესთა სფეროში მოექცა

მარიო ფერნანდესი „ბარსელონას“ ინტერესთა სფეროში მოექცა

დანი ალვესმა, ამ ზაფხულს, შესაძლოა, “ბარსელონა” დატოვოს. არსებობს ალვესის პსჟ-ს ცენტრალური მცველის, მარკინიოსის ტრანსფერში ჩართვის ვარიანტი, თუმცა, პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბრაზილიელი კლუბს არ დატოვებს. კატალონიური კლუბი მზადაა მარჯვენა მცველის შესაძენად. დანის შესაძლო შემცვლელთა სიაში უკვე 12 კანდიდატი იმყოფება.

ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში იმყოფება, მოსკოვის ცსკა-ს ბრაზილიელი ფეხბურთელი, მარიო ფერნანდესია. თუმცა, მთავარ კანდიდატებათ ითვლებიან დორტმუნდი “ბორუსიას” პოლონელი მარჯვენა მცველი ლუკას პიშჩეკი, კოლუმბიელი კუადრადო (“ფიორენტინა”) და ბრაზილიელი დანილო (“პორტუ”).

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, სიაში, ასევე, შედიან: შტეფან ლიხტშტაინერი (“იუვენტუსი”), ხუან სუნიგა (“ნაპოლი”), კაილ უოქერი (“ტოტენჰემი”), მატია დე შილიო (“მილანი”), ფილ ჯონსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), გლენ ჯონსონი (“ლივერპული”), პაბლო საბალეტა (“მანჩესტერ სიტი”) და რაფაელი (“მანჩესტერ იუნაიტედი”).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward