მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ლიონელ მესია და “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი მე-2 ადგილზე მყოფ კრიშტიანუ რონალდუზე თითქმის 2-ჯერ მეტი ღირს. ამ დასკვნამდე CIES Football Observatory-ს სწავლულები მივიდნენ.
აღნიშნულმა კომპანიამ მსგავსი კვლევა უკვე მეცხრედ ჩაატარა და 96-გვერდიანი დოკუმენტი წარმოადგინა. CIES Football Observatory-მ გაარკვია, რომ მესის ფასი 216 მილიონი ევროა. მე-2 ადგილზე მყოფი კრიშტიანუ რონალდუ 114 მილიონი ღირს. სამეულში შედის ლუის სუარესიც, რომლის ღირებულებაც 107 მილიონი ევროა.
მე-4 ადგილზე, 82 მილიონი ევროს ღირებულებით ედენ აზარია, ხოლო “ბარსელონას” კიდევ ერთი ვარსკვლავი, ნეიმარი, 68 მილიონადაა შეფასებული.
გარეთ ბეილი ფეხბურთს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ კვლვევების შედეგად დადგინდა, რომ მისი ფასი მხოლოდ 63 მილიონი ევროა, რაც მე-7 შედეგია.