workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას”, “რეალსა” და “ატლეტიკოს” რაკიტიჩი სურთ

“ბარსელონას”, “რეალსა” და “ატლეტიკოს” რაკიტიჩი სურთ

“სევილიას” ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის მამა აცხადებს, რომ მის შვილს “ბარსელონასგან”, “რეალისგან” და “ატლეტიკოსგან” შეთავაზებები აქვს.

მანამდე, ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხორვატმა უკვე გააფორმა წინასწარი კონტრაქტი “ატლეტიკოსთან”.

“ივანის ძმამ, რომელიც მისი აგენტია, “ბარსასგან”, “რეალისგან” და “ატლეტიკოსგან” შეთავაზებები მიიღო. თუმცა, შემოთავაზებული პირობები არ არის იმაზე უკეთესი, რაც ჩემს შვილს “სევილიაში” აქვს. საბოლოო გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მივიღებთ.

რომელი ვარიანტია მიმზიდველი? “ბარსელონა” “ბარსელონაა.” – აცხადებს ლუკა რაკიტიჩი.

გასულ სეზონში, რაკიტიჩმა ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 11 შედეგიანი გადაცემა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward