workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსას“ 7 ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების საბოლოო განაცხადში

„ბარსას“ 7 ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების საბოლოო განაცხადში

მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ესპანეთის ეროვნული ნაკრების განაცხადში კვლავ ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს. 23 ფეხბურთელთა შორის, რომლებიც ბრაზილიაში გაემგზავრებიან, 7 “ბლაუგრანელია”: ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი, სესკ ფაბრეგასი, სერხიო ბუსკეტსი, პედრო როდრიგესი, ხერარ პიკე და ხორდი ალბა. ამათგან ყველა, ასევე, იმყოფებოდა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ, 30 კაციან განაცხადში.

მას შემდეგ, რაც პარასკევს, ბოლივიას წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩისთვის ჟერარ დეულოფეუ გამოიძახეს, ის იყო “ბარსას” მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, რომელიც საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა, თუმცა, დელ ბოსკე მასზე აუცილებლად დიდ ყურადღებას გაამახვილებს, რომელიმე ფეხბურთელის ტრავმის მიღების შემთხვევაში.

“ბარსელონას” 7 ფეხბურთელთან ერთად, იკერ კასილიასი, სერხიო რამოსი, ჩაბი ალონსო, პეპე რეინა, დავიდ დე ხეა, რაულ ალბიობლი, ხავი მარტინესი, სესარ ასპილკუეტა, ხუანფრანი, კოკე, სანტი კასორლა, ხუან მატა, დავიდ სილვა, ფერნანდო ტორესი, დიეგო კოსტა და დავიდ ვილია, რომლებიც, ასევე, გუნდის განაცხადში იმყოფებიან, გაემგზავრებიან ამერიკაში მუნდიალისთვის მოსამზადებელი, მეორე ამხანაგური მატჩის გასამართად. ესპანელები სალვადორის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward