კატალონიურ პრესაში “ბარსელონას” მხრიდან სერხიო აგუეროთი დაინტერესების შესახებ კიდევ იწერება. ამჯერად, Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ბარსა” მზადაა 25 წლის არგენტინელ თავდამსხმელში 38 მილიონი ევრო გადაიხადოს.
როგორც ცნობილია, აგუეროს “ბარსელონაში” ხილვა ლიონელ მესის სურს. კატალონიური პრესის ცნობით, გუნდის ლიდერის მოსაზრებას “ბარსას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეც ეთანხმება. ესპანელ სპეციალისტს თავდამსხმელის დამატება სურს და მისი ფავორიტი სწორედ აგუეროა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” “სიტისთან” მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და “ქალაქელებს” 38 მილიონი ევრო შესთავაზა. ინგლისელთა პოზიცია უცნობია, მაგრამ აგუერო “ბარსელონაში” თამაშზე თანხმობას აცხადებს.
სერხიო აგუერო “სიტიში” 2011 წელს, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან, ინგლისური გუნდის მაისურით, 122 თამაში ჩაატარა და 75 გოლი გაიტანა. არგენტინელ თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.