workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: ”ადაპტაცია კარგად გავიარე”

ვილია: ”ადაპტაცია კარგად გავიარე”

წყნარი, მომღიმარი, კმაყოფილი. ასეთი იყო დავიდ ვილია ხიხონის ”სპორტინგის” კარში გატანილი გოლის შემდეგ. ”ბარსელონას” ახალწვეული სწრაფად გადის ადაპტაციას და უკვე შეეგუა როგორც გუნდს, ასევე ქალაქს. სარეკლამო რგოლის გადაღების დროს მან განცხადა, რომ არ ნერვიულობს მადრიდის ”რეალის” ლიდერობის გამო.

დიდი დროა, რაც ფეხბურთში ვარ
მიუხედავად იმისა, რომ ვილია გუნდში ახალი მოსულია, ის თავს ადაპტირებულად გრძნობს. ”თავიდან თამაშის ტემპი ძალიან სწრაფი მომეჩვენა, თუმცა ამას უკვე მივეჩვიე. სინამდვილეში მე გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ”. დავიდმა აღნიშნა, რომ ოთხშაბათს მას დიდი სურვილი ჰქონდა გაეტანა გოლი: ”მე ამაზე დიდ დროსა და ენერგიას ვხარჯავ და ვიცი, რომ არის მომენტები, როცა ყველაფერი გამოგდის და როცა არ გომოგდის. მთავარია მქონდეს მომენტები. დიდი დროა რაც ფეხბურთში ვარ და ვიცი, რა როგორ მუშაობს” – განაცხადა ვილიამ, რომელმაც ბოლო 5 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

მესის ძალიან უნდა დაბრუნება
”ბარსელოანს” ახალი ფორვარდი ოპტიმისტურადაა განწყობილი ლეო მესის ტრავმაზე და იმედი აქვს, რომ ის ”რუბინთან” დაბრუნდება: ”მე ექიმი არ ვარ და არ ვიცი როდის დაბრუნდება ლეო, მაგრამ ვხედავ მის დიდ სურვილის, რომ დაუბრუნდეს მოედანს. როდესაც ფეხბურთელი ასე მონდომებულია, ის გამოჯანმრთელებას დიდ დროს არ ანდომებს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში