რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა არგენტინის ეროვნული ნაკრების 30 კაციანი შემადგენლობა. ამ განაცხადში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის კანდიდატები არიან. რა თქმა უნდა, განაცხადში არიან “ბარსელონას” ფეხბურთელები ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო.
არგენტინის ნაკრები ჯგუფში ბოსნიასთან, ირანთან და ნიგერიასთან მოხვდა. საბელიას გუნდი პირველ თამაშს 15 ივნისს, ბოსნიელებთან ჩაატარებს.