კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა უახლოეს ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.
Marca-ს თანახმად, ზაფხულში “ბარსელონას” მთავარი მიზანი ინიგო მარტინესის “სოსიედადიდან” გადაბირება იქნება, რომელიც “ბარსას” მოთამაშე გასულ ზაფხულს შეიძლებოდა გამხდარიყო.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 22 წლის მცველის შეძენით მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობაც არის დაინტერესებული.
ტრანსფერის მთავარი პრობლემა მოთამაშის სატრანსფერო ღირებულებაა. კატალონიელები მზად არიან, მარტინესის სანაცვლოდ 15 მილიონი დოლარი გადაიხადონ, თუმცა, ფეხბურთელის პირად კონტრაქტში სატრანსფერო თანხად 30 მილიონი დოლარია მითითებული. “სოსიედადი” კი საფასურის შეცვლას არ აპირებს.
როგორც ადრე იუწყებოდნენ, “ბლაუგრანას” დაცვის გაძლიერების სხვა არჩევანიც აქვს. მაგალითად: დავიდ ლუისი, მირანდა, მანგალა და მუსაკო. თუმცა, მარტინესის შეძენა პრიორიტეტად რჩება.