ფეხბურთის “მეფემ” მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის შერჩეულ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ვფიქრობ, ლუის ფელიპე სკოლარი სწორად მოქმედებს. იგი თავის საქმეს თანმიმდევრულად მიუყვება და რაიმე სიურპრიზს არ გვთავაზობს. თუმცა, ჩემი აზრით, ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც კაკა და რობინიო არიან, ნაკრებში უნდა მიწვეულიყვნენ. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში მაინც კარგი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ნაკრების კაპიტანს, ამ როლის შესრულება ნეიმარს არ უნდა დაევალოს. კაპიტანი ტიაგო სილვა ან ფრედი უნდა იყოს”, – განაცხადა პელემ.