ლიონელ მესის მამამ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, გუშინ ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლეო ახალი კონტრაქტის გაფორმებას იმ პირობით დათანხმდებოდა, თუ “ბარსას” ხელმძღვანელობა გუნდში ხოსე მანუელ პინტოს დაიტოვებდა და “მანჩესტერ სიტიდან” სერხიო აგუეროს შეიძენდა. თუმცა, ამ ამბავს უფროსმა მესიმ ჭორი უწოდა.
“კლუბის წარმომადგენლებს შევხვდი და ჩემი შვილის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გავმართეთ. ადამიანებს, რომლებსაც ვესაუბრე, სპორტულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. მათ მხოლოდ ფინანსური საქმეები ეხებათ. ამიტომაც, სპორტულ საკითხებში ამის განხილვას აზრი არ აქვს”, – განაცხადა ხორხე მესიმ.