“ბარსელონა”–”რეალი”. “ნოუ–კამპი” გადაჭედილია ხალხით. მსაჯის სასტვენი და გულშემატკივართა სიმღერის დაწყება ერთი იყო. რონალდუს დარყტმა და ვალდესი დამაჯერებლად ეუფლება ბურთს. ვიქტორი აწვდის პიკეს. პიკემ იქვე პუიოლი მონახა, რომელმაც ინიესტას გადააწოდა ბურთი. ესპანელმა ნახევარმცველმა შესანიშნავად აურა გვერდი კარვალიოს და ხედირას და პასი ჩავის გაუკეთა. ჩავიმ რაღაც ფანტასტიკურად გადააწოდა ბურთი მესის და კასილიასთან ერთი–ერთზე დატოვა. იკერი კარიდან გამოვარდა; ამით ლეომ ისარგებლა და ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა. აი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი სიმღერა. მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე პოპულარული შეძახილი, რომელიც “ელ–კლასიკოს” დროს შეიძლება გაიგოთ.
ხალხის მცირე ნაწილი: Que se quema?
ხალხის უმრავლესობა: Madrid!
ხალხის მცირე ნაწილი: Que se quema?
ხალხის უმრავლესობა: Madrid!
ყველა ერთად: Madrid se quema, se quema Madrid (3x); Madrid se quema, Madrid se quema, se quema Madrid!
ახლა კი იხილეთ ეს ყველაფერი ქართულად.
ხალხის მცირე ნაწილი: რა იწვის?
ხალხის უმრავლესობა: მადრიდი!
ხალხის მცირე ნაწილი: რა იწვის?
ხალხის უმრავლესობა:მადრიდი!
ყველა ერთად: მადრიდი იწვის, იწვის მადრიდი (3–ჯერ); მადრიდი იწვის, მადრიდი იწვის, იწვის მადრიდი!
ახლა კი გთავაზობთ ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ფრაზას, რაც კი “ბარსელონას” ფეხბურთელს ოდესმე უთქვამს.
ეტო’ო: Madrid cabron saluda al campeon!!!
ეტო’ო: მადრიდელო ნაბიჭვრებო ჩემპიონებს მიესალმეთ!!!