workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რომა” – “მილანი”-ს მატჩზე ვილანოვას გამოემშვიდობნენ

“რომა” – “მილანი”-ს მატჩზე ვილანოვას გამოემშვიდობნენ

“რომა” – “მილანი”-ს მატჩზე თამაშის დაწყებამდე პატივი მიაგეს “ბარსელონას” ყოფილ მწვრთნელს – ტიტო ვილანოვას, რომელიც დღეს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

“სერია ა”-ს 35-ე ტურის დაწყებამდე, “სტადიო ოლიმპიკოს” დიდ მონიტორზე გამოჩნდა ვილანოვას სურათი წარწერით: “ნახვამდის ტიტო”

გადაწყდა, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შემდეგი ტურის ყველა მატჩი დაიწყება 1 წუთიანი დუმილით ტიტო ვილანოვას პატივსაცემად.

ასევე მწუხარება გამოთქვა უამრავმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა.

“ეს ტრაგედიაა. ჩვენ დავკარგეთ 45 წლის ადამიანი, მას ხომ ნახევარი ცხოვრება კიდევ წინ ჰქონდა”ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრები)

“არასოდეს დამავიწყდება ვილანოვა. მუდამ მის გვერდით ვიქნები. გულითადად ვუსამძიმრებ მის ოჯახს”ლიონელ მესი

“მწუხარებას გამოვთქვამ ვილანოვას გარდაცვალებაზე. ის იყო შესანიშნავი პიროვნება და მისაბაძი ადამიანი. მებრძოლი, როგორც ცხოვრებაში, ისე საფეხბურთო მოედანზე. ჩვენ ნამდვილად დაგვაკლდება ის”ანტონიო კონტე (“იუვენტუსი”)

“სიტყვები არ მყოფნის. თქვენ იყავით ნამდვილი მაგალითი ჩვენთვის. არასოდეს დამავიწყდებით. მშვიდობით მწვრთნელო…” – ანდრეს ინიესტა

“ორივეს ძალზედ მძიმე დაბრკოლება შეგვხვდა და ყოველთვის მემახსოვრება ჩემი მეგობარი. მადლობა ბრძოლისათვის. ვიზიარებ მისი ოჯახის მწუხარებას” – ერიკ აბიდალი

“ძალიან ვწუხვარ ვილანოვას გარდაცვალებით. ის იყო შესანიშნავი ადამიანი და ფანტასტიკური მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება მისი მოღვაწეობით ბარსელონაში. მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და კლუბს” – მიშელ პლატინი

“ბარსელონამ დაკარგა უდიდესი ადამიანი. ის იყო სულ რაღაც 45 წლის. ხსოვნა იყოს შენი ტიტო…”ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”)

“მსურს ჩემი მწუხარება გამოვთქვა ტიტო ვილანოვას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. რეალის სახელით მსურს მივუსამძიმრო მის ცოლს, შვილებს და ყოფილ კლუბ – ბარსელონას. დღევანდელმა ტრაგედიამ ყველა დაამწუხრა” – ფლორენტინო პერესი (“რეალი”)

“ძალზედ მძიმე დღე. ვუსამძიმრებ ტიტოს ოჯახს” – დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
“ვუსამძიმრებ ტიტოს ოჯახს. განისვენე ნათელში ტიტო” – სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)

“მწუხარებას გამოვთქვამ ტიტოს გარდაცვალებაზე. ვუსამძიმრებ მის ოჯახს” – ლუიშ ფიგუ 

ბოლო პერიოდში ტიტო ვილანოვა ხალხში იშვიათად გამოდიოდა. ეს სურათი გადაღებულია ახალ წლებზე, “ბარსელონა” – “ხეტაფეს” მატჩის დროს, როდესაც კამპ ნოუზე მატჩს თვალს ადევნებდა ტიტო. თვითონ შეაფასეთ, როგორ მდგომარეობაში იყო იგი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward