workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ტიტო ვილანოვა დაიღუპა

ტიტო ვილანოვა დაიღუპა

პარასკევს “ბარსელონაში” გავრცელდა ძალზედ ცუდი ინფორმაცია – გარდაიცვალა ტიტო ვილანოვა. ბოლო პერიოდში მას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაცილებით გაუარესდა. სამწუხარო ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ტიტოს ოჯახმა.

ხუთშაბათის დილიდან, “ბარსელონას” ექს-მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა იმყოფებოდა Hospital Quiron-ში, სადაც გადაიყვანეს კუჭის ტკივილების შემდეგ გამოკვლევების ჩასატარებლად. ექიმების ძალისხმევა დაემარცხებინათ მძიმე დაავადება, ფუჭი გამოდგა. მან ტიტო ვილანოვა შეიწირა.

ტიტოს გარდაცვალებით “ბარსელონამ” და მთლიანად საფეხბურთო სამყარომ დაკარგა უნიკალური პროფესიონალი, რომელსაც ძლიერ აფასებდნენ და რომლის სახელიც ისტორიაში ჩაიწერება, როგორც წარმოუდგენელი მებრძოლი და გამარჯვებული. დღეს ის ითვლება საუკეთესო “ბარსელონას” ისტორიის ერთ-ერთ მთავარ გმირად.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward