ალბერტ სელადესი ერთ-ერთ იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა მათ შორის, ვინც “ლა მასიაში” გამოდიოდნენ (1995-1999). მაგრამ კლუბის პოლიტიკის, ცუდი ქცევებისა და საშინელი სატრანსფერო შეზღუდვების გამო სელადესმა კლუბი დატოვა, მეტიც, ის 5 წლის მანძილზე მადრიდის “რეალში” თამაშობდა. ამჟამად ის 38 წლისაა, პენსიაზე გავიდა და ესპანეთის 16 წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობს.
ძალიან დამღლელი სინჯების შემდეგ ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახეს, აქედან 6 “ბარსელონას” “კადეტე ა”-ს ფეხბურთელია. ესენი არიან: მცველი მარკ კუკურელა, ნახევარმცველები კარლეს ალენა, დანი მორერი და ორიოლ ბუსკეტსი, თავდამსხმელები კარლეს პერესი და დანი ოლმო.
6 წარმომადგენლით “ბარსელონას” ყველაზე დიდი კონტიგენტი ჰყავს 16 წლამდელთა ნაკრებში. მას 4-4 ფეხბურთელით მოსდევენ ხიხონის “სპორტინგი”, “ვალენსია” და “ვილიარეალი”. მადრიდის “რეალს” 2 წარმომადგენელი ჰყავს, დანარჩენ გუნდებს კი თითო.