შაბათს, “ბეტისის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, განაცხადში 19 მოთამაშე მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლიც მოხვდა, რომელიც ჯერ კიდევ არაა სრულად გამოჯანმრთელებული. დაზიანებების გამო, “ბეტისთან” გუნდს ხერარდ პიკე, ვიქტორ ვალდესი, ჯონათან დოს სანტოსი და ისააკ კუენკა დააკლდებიან. ხორდი ალბა დისკვალიფიცირებულია, ხოლო იბრაჰიმ აფელაი თავისი გუნდის დახმარებას ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შეძლებს.
პარასკევს, დილით, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით “ბეტისის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე “ბარსელონას” ბოლო ვარჯიში ჰქონდა. მატჩი შაბათს, “ნოუ კამპზე” ჩატარდება. დღეს გუნდთან ერთად პუიოლმა და კუენკამაც ივარჯიშეს, ისევე როგორც “ბარსა ბ”-ს გოლიპერმა, ხორდი მასიპმა.
შაბათს, ადგილობრივი დროით 12:25 წუთზე, გუნდი სასტუმრო “Princesa Sofia”-ში შეიკრიბება, სადაც ისინი დროს მატჩის დაწყებამდე გაატარებენ.
განაცხადი შემდეგნაირია: პინტო, ოიერი, მონტოია, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ტელიო, ადრიანო, დანი ალვესი, სერხი რობერტო.