“ბარსელონას” მცველმა, ხავიერ მასკერანომ, შესაძლოა, მომავალი სეზონი “ნაპოლის” შემადგენლობაში დაიწყოს, იტყობინება ესპანური პრესა.
წყაროს თანახმად, ნეაპოლელები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს კატალონიურ კლბთან. იტალიურ გუნდის მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მიიჩნევს, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დიდ სარგებელს მოუტანს “ნაპოლის”.
“ბარსელონა”, თავის მხრივ, დათანხმდა მოლაპარაკებებს ფეხბურთელის ტრანსფერზე და მის სანაცვლოდ თანხის მიღებას. არგენტინელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.
თავად მასკერანო უყურადღებოდ არ ტოვებს “ნაპოლის” ინტერესს. ბენიტესის ხელმძღვანელობით ის უკვე თამაშობდა “ლივერპულში” 2007-2010 წლებში.