workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტას წინადადება

ლაპორტას წინადადება

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა და ახლანდელმა SCI-ს თავმჯდომარემ, ჟოან ლაპორტამ გააჟღერა საკუთარი იდეა ახალი ლიგის, “League Iberian”-ის გაკეთების შესახებ, რომელშიც გაწევრიანდებიან პორტუგალიის, ესპანეთისა და კატალონიის კლუბები, მაგრამ კატალონია აუცილებლად უნდა მოიხსენიებოდეს, როგორც დამოუკიდებელ მხარედ.

ჟოან ლაპორტა: “ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენ გავაკეთებთ ახალ ლიგას, სახელად “Iberian League”, რომელშიც 3 ქვეყნის, ესპანეთის, კატალონიისა და პორტუგალიის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო “მონაკო”, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს”.

“ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში ამ იდეის განხორციელებას შევძლებთ. ესპანეთის ჩემპიონატი კატალონიელების გარეშე ხომ “რეალ მადრიდის ესპანეთის ლიგა” იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის კლუბი ყველაფერს გააკეთებს და რომ მაყურებლისთვის ეს ლიგა ძალიან მიმზიდველი იქნება”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში