Marca-ს მკითხველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ “ელ კლასიკოს” მთავარი არბიტრის, ალბერტო უნდიანო მალიენკოს გადაწყვეტილებებით “ბარსელონა” დაიჩაგრა და არა “რეალი”. შეგახსენებთ, რომ დედაქალაური გამოცემის მკითხველების უმრავლესობა მადრიდელია.
მადრიდულმა გამოცემამ სადავოდ 6 ეპიზოდი მიიჩნია და ყველა მათგანზე გამოკითხვა ჩაატარა. შედეგები ასეთია:

კითხვა: იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი პიკესა და ბეილის ეპიზოდში?
პასუხები: 103357 (65.1%) – არა; 55447 (34%9) – კი.

კითხვა: იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი ფაბრეგასის ხელით თამაშის დროს?
პასუხები: 113701 (71.6%) – არა; 45095 (28.4%) – კი.

კითხვა: იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი პეპესა და ნეიმარის ეპიზოდში?
პასუხები: 86506 (54.5%) – არა; 72282 (45.5%) – კი.

კითხვა: იყო თერთმეტმეტრიანი ალვესისა და რონალდუს ეპიზოდში?
პასუხები: 143599 (90.4%) – წესების დარღვევა იყო საჯარიმოს გარეთ; 8303 (5.2%) – კი; 6887 (4.3%) – არაფერი ყოფილა.

კითხვა: იყო თერთმეტმეტრიანი რამოსისა და ნეიმარის ეპიზოდში?
პასუხები: 82596 (52%) – კი; 45683 (28.8%) – არა; 30518 (19.2%) – ნეიმარი თამაშგარეში იყო.

კითხვა: იყო თერთმეტმეტრიანი ინიესტას წაქცევის დროს?
პასუხები: 129078 (81.3%) – კი; 29710 (18.7%) – არა.
როგორც ხედავთ, მადრიდული გამოცემის მკითხველები მიიჩნევენ, რომ “რეალს” თერთმეტმეტრიანი უსამართლოდ დაუდეს, ხოლო “ბარსელონას” ორივე თერთმეტმეტრიანი სამართლიანი იყო. გარდა ამისა, გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ “ბარსას” კარში კიდევ 2 და “რეალის” კარში კიდევ 1 პენალტის არდანიშვნა სამართლიანი იყო.
გამოკითხვა გრძელდება. ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ გვერდზე.