“ბარსელონა” არის კლუბი, რომელსაც გუნდების ოფიციალური “Facebook Page”-ებიდან ყველაზე მეტი მიმდევარი ყავს. “ბარსას” გვერდზე “Like” ღილაკს დაახლოებით, 4.5 მილიონმა ადამიანმა დააჭირა…
“ბარსელონამ” სოციალურ ქსელში გვერდი 2009 წლის ნოემბერს გახსნა, რამაც გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ახლა “ბარსას” “Facebook”-ზე 4.5 მილიონამდე გულშემატკივარი ყავს. “ბარსას” შემდეგ მოდის თურქული გრანდი, “გალათასარაი”, მას მადრიდული “რეალი” მოზდევს, მეოთხეზე კი ასევე თურქული “ფენერბახჩეა”. მეხუთე ადგილი ხელთ “მანჩესტერ იუნაიტედს” უპყრია.
როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონამ” ბოლო დროს ძალიან ბევრი გულშემატკივარი შეიძინა, რაც სოციალურ ქსელზე ფანების სიმრავლითაც აისახა. “ბარსას” გვერდზე კვირაში საშუალოდ 186,000 ადამიანი რეგისტრირდება.
ამ ამბის აღსანიშნავად “ბარსას” ფანების ოფიციალურმა საიტმა(FCBFans.Cat)გადაწყვიტა გულშემატკივრისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და გაეთამაშებინა “ელ კლასიკოზე” დასასწრები 2 ბილეთი, რომელიც ნოემბრის ბოლოს, “კამპ ნოუზე” გაიმართება. გათამაშება იმ ადამიანებს შეეხება, ვინც მოასწრებს და დარეგისტრირდება იქამდე, სანამ “ბარსას” გვერდი 5 მილიონს ფანს გაცდება.
2. Galatasaray SK – 4,487,984
3. Real Madrid CF – 3,615,051
4. Fenerbahce – 3,007,682
5. Manchester United FC – 2,451,656
6. Liverpool FC – 2,420,166
7. Chelsea FC – 1,558,670
8. Arsenal FC – 1,487,461
9. AC Milan – 1,122,442
10. Olympique de Marsella – 594,266