“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხერარდო მარტინო დაიცვა.
“მარტინოს გააჩნია ყველა ის უნარი, რათა იყოს აქ.” – განაცხადა ინიესტამ პრეს-კონფერენციაზე.
“გასულ თვეებში ჩვენ ვიბრძოდით ყველა ფრონტზე და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთიანად. მარტინო “ბარსელონასათვის” საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც შეიძლება ისურვო.”