ესპანეთის ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” ნეხევარ-მცველმა ანდრეს ნიესტამ შესაძლოა ზაფხულში გასამართი კონფედერაციის თასი გამოტოვოს ტრავმირებული ფეხის გამო. ინიესტა ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან მეორე დღეს გამოკვლევა ჩაუტარდა. მას ტრავმირებული ფეხი გაუმიზეზდა და შესაძლოა ზაფხულის კონფედერაციის თასზე ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმაროს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა:
“ჩვენ მისი მომავლისთვის ვზრუნავთ, რადგან სამხრეთ აფრიკაში თამაში მისთვის შესაძლებელია სახიფათო აღმოჩნდეს. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და გავუფრთხილდეთ მის ჯანმრთელობას.”
“ჩვენ კონსულტაციას გავივლით ექიმებთან და თუ აღმოჩნდა, რომ ინიესტა მზად ყოფნაში იქნება ჩემპიონატისთვის, მაშინ იგი გაემგზავრება ესპანეთის ნაკრებთან ერთად, მაგრამ თუ ვერ იქნება მზად სათამაშოდ აუცილებლად დარჩება ბარსელონაში და გააგრძელებს მკურნალობას.”
ეს სამწუხარო ნიუსი რა თქმა უნდა ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დელ ბოსკეს არ ესიამოვნა. ინიესტა მისი გუნდის ნახევარ-დაცვის მთავარი ფეხბურთელია. მან თავის მაღალი კლასი ჩემპიონთა ლიგის ფინალში უმაღლეს დონეზი თამაშით დაამტკიცა.
წყარო www.goal.com