კვირის ბოლოს “ბარსელონა” “სანტიაგო ბერნაბეუს” ესტუმრება და სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. ამ მოედანზე გასულ წლებში დაფიქსირებული შედეგები კი “ბარსელონას” გულშემატკივრებს ოპტიმზმინს საფუძველს აძლევს. “ბარსას” მოთამაშეებმა უკანასკნელ ათ შეხვედრაში მეტოქეს ხუთჯერ სძლიეს, სამი მატჩი ფრედ დასრულდა, ორჯერ კი კატალონიელები დამარცხდნენ.
წარმოგიდგენთ “ბერნაბეუზე” ჩატარებული უკანასკნელი 10 შეხვედრის მოკლე მიმოხილვას.
- “რეალი” 2-6 “ბარსელონა” (2008/09, ლა ლიგა)
2007/08 წლების სეზონზე დაფიქსირებული ანგარიშის შემდეგ (4-1), “ბარსელონა” “ბერნაბეუს” ახლა უკვე ხოსეპ გვარდიოლასთან ერთად ესტუმრა. კატალონიელებმა ანგარიშით 2-6 შეძლეს მეტოქის დამარცხება ანრის (2), მესის (2), პუიოლისა და პიკეს გოლების წყალობით. - “რეალი” 0-2 “ბარსელონა” (2009/10, ლა ლიგა)
მომდევნო წელს კატალონიელებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს. გოლები ამჯერად მესისა და პედროს ანგარიშზეა. - “რეალი” 1-1 “ბარსელონა” (2010/11, ლა ლიგა)
ესპანეთის თასის ფინალიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ორი გიგანტი ერთნამეთს კვლავ “ბერნაბეუზე” დაუპირისპირდა. რონალდოსა და მესის მიერ გატანილმა გოლებმა კი გუნდებს თითო-თითო ქულა მოუტანა. - “რეალი” 0-2 “ბარსელონა” (2010/11, ჩემპიონთა ლიგა)
“მესტალიაზე” წაგებული თასის ფინალის შემდეგ, კატალონიელბმა ძალების აღდგენა შეძლეს და ლეო მესის გოლების წყალობით კიდევ ერთხელ დაამარცხეს მეტოქე. - “რეალი” 2-2 “ბარსელონა” (2011/12, ესპანეთის სუპერ თასი)
ესპანეთის სუპერ თასის პირველი შეხვედრა ფრედ, ანაგრიშით 2-2 დასრულდა, “კამპ ნოუზე” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (3-2) კი თასი კატალონიელებს გადაეცათ. - “რეალი” 1-3 “ბარსელონა” (2011/12, ლა ლიგა)
ალექსისის, ჩავისა და ფაბრეგასის გატანილი გოლების შემდეგ კატალონიელებმა კიდევ ერთ გამარჯვებას მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, ჩემპიონობა მიანც მადრიდელებს ხვდათ წილად. - “რეალი” 1-2 “ბარსელონა” (2011/12, ესპანეთის სამეფო თასი)
ლიგის მოგებინად რამდენიმე დღის შემდეგ კატალონიელები “ბერნაბეუზე” დაბრუნდნენ და 2-1 დაამარცხეს მეტოქე. გოლები პუიოლისა და აბიდალის ანგარიშზეა. - “რეალი” 2-1 “ბარსელონა” (2012/13, ესპანეთის სუპერ თასი)
“ბარსელონამ” 10 წლიწადში პირველი მარცხი ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით შეხვედრაში იწვნია. - “რეალი” 1-1 “ბარსელონა” (2012/13, ეპანეთის სამეფო თასი)
აღნიშნულ შეხვედრაში გოლი სესკ ფაბრეგასმა გაიტანა, თუმცა “კამპ ნოუზე” მადრიდელებმა 1-3 დაამარცხეს მეტოქე. - “რეალი” 2-1 “ბარსელონა” (2012/2013, ლა ლიგა)
“ბერნაბეუზე” ბოლო მოგზაურობა კატალონიელებს სამი ქულა დაუჯდათ. გოლები ბენზემამ, რამოსმა და მესიმ გაიტანეს.