workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ინტერი“ „ბარსელონას“ ორი ფეხბურთელით ინტერესდება

„ინტერი“ „ბარსელონას“ ორი ფეხბურთელით ინტერესდება

“ბარსელონას” მარჯვენა მცველი მარტინ მონტოია და ნახევარმცველი სერხი რობერტო, მილანის “ინტერის” ინტერესთა სფეროში მოექცნენ.

“ინტერის” ტექნიკური დირექტორი პიერო აუსილიო ბარსელონაში იმყოფება და “ნერაძურისთვის” კატალონიური კლუბის ორი ფეხბურთელის შეძენას ცდილობს, იტყობინება El Mundo Deportivo.

მარტინ მონტოიასა და სერხი რობერტოს ჯერ კიდევ არ გაუფორმებიათ ახალი კონტრაქტი კლუბთან (ორივე ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება), რაც კლუბებს საშუალებას აძლევს, აქტიურად დაინტერესდნენ მათი მომსახურებით.

ინფორმაციის თანახმად, იტალიელებს მცირე შანსები აქვთ, რადგან ორივე ფეხბურთელმა “ბარსელონასგან” უკვე მიიღო ახალი კონტრაქტები (მონტოიამ 2015 წლამდე, რობერტომ კი 2018 წლამდე), თუმცა ფეხბურთელები ხელის მოწერას არ ჩქარობენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward