კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, ხერარდო მარტინო გამოეხმაურა პუიოლის გადაწყვეტილებას, კატალონიური კლუბიდან წასვლის შესახებ.
“როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს ფეხბურთელი, ისეთი, როგორიც კარლეს პუიოლია მუდამ შეუხვლელი დარჩება. ალბათ მე არ ვარ ის ადამიანი, რომლის საუბარი პუიოლზე ღირს, რადგან მე მასთან მხოლოდ 7-8 თვის განმავლობაში ვმუშაობდი. მიუხედავად ამისა საკმარისი დრო მქონდა იმისათვის, რომ კარლეს პუიოლი შემეფასებინა.
ასეთი ფეხბურთელები კლუბებში იშვიათია. მან კატალონიურ კლუბში წარუშლელი კვალი დატოვა.
ფაქტობრივად, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მას მწვრთნელის თანამდებობაზე ვერ ვხედავ. პირიქით მიმაჩნია, კარლესს შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდეს, მაგრამ თავად პუიოლმა მითხრა, რომ ის საკუთარ თავს მწვრთნელის პოსტზე ვერ ხედავს, ყოველ შემთხვევაში ახლა მაინც.” – განაცხადა კატალონიელთა თავკაცმა.