ჩემპიონთა ლიგის 2008-2009 წლების სეზონის გუნდში ერთბაშად “ბარსელონას” ექვსი ფეხბურთელი მოხვდა.
მეკარე
ედვინ ვან დერ საარი (მანჩესტერ იუნაიტედი). ფინალამდე მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა საკუთარ კარში., ხოლო ფინალში კი ამ მაჩვენებელს 2 გოლი დაუმატა. ბევრი კამათის შემდეგ ჰოლანდიელი აღიარეს ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო მეკარედ.
მცველები:
დანი ალვესი (ბარსელონა). მხოლოდ სულელი ადამიანს შეუძლია არ აღიაროს ეს ფეხბურთელი საუკეთესო მარჯვენა მცველად. ამავდროულად ის კარგად ერთვებოდა მთელი 12 თამაშის განმავლობაში შეტევებში და ჯარიმებსაც სახიფათოდ ასრულებდა.
ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი). თუ არ ჩავთვლით ბოლო დასკვნით მატჩს საზონი კარგად ჩაატარა, თუმცა ფინალში მან საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ წარმოაჩინა.
ხერარდ პიკე (ბარსელონა). ამ ფეხბურთელს “მანჩესტერში” შანსი არ ეძლეოდა იმის დასამტკიცებლად თუ რას წარმოადგენს. წელს იგი მშობლიურ კატალონიაშია და ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება ევროპაში.
პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი).ფრანგმა ფეხბურთელმა საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა. კარგად ერთვებოდა მარცხენა ფლანგიდან შეტევებში.
ნახევარ-მცველები:
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა). ინიესტა თამამემამულე ჩავისთან ერთად შეუჩერებელი იყო ნახევარ-დაცვაში. კარგად ამარაგებდა თავდამსხმელებს საგოლე გადაცემებით. ჰქონდა ბურთის ფლობის უმაღელსი მაჩვენებელი. ასევე მისი დამსახურებაა, რომ “ბარსელონა” ფინალში გავიდა.
ჩავი ერნანდესი (ბარსელონა). ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და გმირი. გახდა ბომბარდირი საგოლე გადაცემების რაოდენობით.
სტივენ ჟერარდი (ლივერპული). ჩემპიონთა ლიგაში 7 გატანილი გოლით კლოზესთან ერთად მეორე ადგილს ინაწილებს ლიგის ბომბარდირებს შორის. იგი გამორჩეული იყო მთლიანად “ლივერპულის” შემადგენლობიდან.
თავდამსხმელები:
ლიონელ მესი (ბარსელონა). ჯერ ჯერობით მეორე მსოფლის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის. მას დასამტკიცებელი ჰქონდა, რომ ღირსია ოქროს ბურთის მფლობელობის და მან ეს ფინალში გააკეთა.
კრიშრიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი). ამ ფეხბურთელმა გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით სუსტად ითამაშა. რაც აისახა კიდევაც პირველ რიგში გოლების რაოდენობაში. მისგან წელს “პორტოს” კარში გატანილი გოლი დაგვამახსოვრდა.
სამუელ ეტო’ო (ბარსელონა). ბევრი ლაპარაკი იყო მისი ფორმიდან ამოვარდნის შესახებ სეზონის ბოლოს, მაგრამ ეს საუბრები მისმა გოლმა ფინალში “მანჩესტერის” წინააღმდეგ შეაჩერა. მას შეიძლება ითქვას სეზონი წარმატებული გამოუვიდა, რა თქმა უნდა ეს მხოლოდ მის თამაშს ეხება.
მწვრთნელი:
ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა). ეს ადამიანი სამუდამოდ შევა ფეხბურთის ისტორიაში. მის ასაკში მწვრთნელობის პირველი სეზონი ასე წარმატებულად არავის ჩაუტარებია. მისმა გუნდმა ხომ სადაც კი ითამაშა ყველგან მოიგო. არადა ის ჯერ მხოლოდ 38 წლისაა.
p.s. სანამ ამ სტატიას წავიკითხავდი სიხარულით აღარ ვიცოდი რა მექნა. “ბარსას” 6 ფეხბურთელი და + მწვრთნელი.
წყარო www.eurosport.com