workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “იუვენტუსს” ვიდალის სანაცვლოდ სანჩესს სთავაზობს

“ბარსელონა” “იუვენტუსს” ვიდალის სანაცვლოდ სანჩესს სთავაზობს

კატალონიის “ბარსელონას” მიზნად დასახული აქვს, რომ მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ტურინის “იუვენტუსის” ჩილელი თავდამსხმელი არტურო ვიდალი შეიძინოს.

კატალონიური კლუბი მზადაა იმისათვის, რომ ტურინის “იუვენტუსს” ვიდალის სანაცვლოდ ალექსის სანჩესი და ფული შესთავაზოს. ფულის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელი, ხერარდო მარტინო ჩილელი ფეხბურთელით არტურო ვიდალითაა დაინტერესებული.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ არტურო ვიდალმა იტალიის სერია ა-ს მიმდინარე 2013-2014 წლების სეზონში ტურინის “იუვენტუსის” მაისურით 25 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის გატანა შეძლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward