workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„სიტი“ ბარსელონას უმწვრთნელოდ ეწვევა

„სიტი“ ბარსელონას უმწვრთნელოდ ეწვევა

“მანჩესტერ სიტის”, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსელონას” წინააღმდეგ, მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი ვერ დაეხმარება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა “ქალაქელთა” დამრიგებელს დისკვალიფიკაცია მისცა.

მას შემდეგ, რაც “სიტიმ” “ბარსელონასთან” წააგო, პელეგრინიმ მთავარი მსაჯი იონას ერიკსონი საჯაროდ გააკრიტიკა. ჩილელი სპეციალისტის აზრით, იმის გამო, რომ 2 წლის წინ, ერიკსონმა “ბარსელონა”, “მილანთან” მატჩში, პენალტი არ დაუდო, მან კატალონიელებს ვალი “სიტისთან” თამაშში დაუბრუნა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ UEFAპელეგრინის კომენტარს შეისწავლიდა, დღეს კი გაირკვა, რომ სამხრეთ ამერიკელმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამ 3 მატჩიდან ერთი პირობითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ავტომატურად ამოქმედდება, თუ პელეგრინი მსგავს კომენტარს მომდევნო 2 წლის განმავლობაში გააკეთებს. დანარჩენი 2 თამაში კი რეალური სასჯელია – “სიტის” მთავარი მწვრთნელი გუნდს “ბარსელონასთან” ვერ დაეხმარება და გარდა ამისა, ის “ქალაქელთა” მიერ ევროტურნირებზე გასამართ მომდევნო შეხვედრასაც გამოტოვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward