ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ ტრავმა მოირჩინა და მან გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
ალბამ, რომელმაც “ბარსას” ბოლო თამაში გამოტოვა (“რეალ სოსიედადთან 1:3), ხუთშაბათს, გუნდთან ერთად ნორმალურ რეჟიმში ივარჯიშა. თუმცა, მას ექიმებისგან თამაშის ნებართვა ჯერ კიდევ არ მიუღია.
აღდგენით ვარჯიშებს განაგრძობდნენ ხოსე მანუელ პინტო და ხერარდ პიკე, რომლებიც ტრავმირებულები არიან.