“ბარსელონას” ესპანელი თავდამსხმელი ისააკ კუენკა კვლავ ტრავმირებულია და მას დაახლოებით 1 თვით უქმობა მოუწევს.
კატალონიური გუნდის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და ის ფეხბურთის თამაშს უახლოესი 4 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.
კუენკა მოედანზე დიდი ხანია არ გასულა. “ბარსელონას” მაისურით მან ბოლოს 2012 წლის 2 მაისს ითამაშა. მოგვიანებით, კატალონიელებმა ფეხბურთელი “აიაქსში” გაანათხოვრეს, მაგრამ მან კვლავ ტრავმა მიიღო და ესპანელი 2013 წლის 27 აპრილის შემდეგ უქმობს.