workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო ერთი მატჩით დაისაჯა

მარტინო ერთი მატჩით დაისაჯა

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელს, არგენტინელი სპეციალისტს ხერარდო “ტატა” მარტინოს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

არგენტინელი სპეციალისტი თავის კლუბს ლა ლიგის 26-ე ტურში “ალმერიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ უთავკაცებს.

შეგახსენებთ, რომ ხერარდო მარტინო პრიმერა დივიზიონის წინა, 25-ე ტურში მატჩის მთავარმა არბიტრმა გააძევა, მატჩი “ანოეტაზე” “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ იმართებოდა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ “ბარსელონა” “ალმერიას” “კამპ ნოუზე” კვირას, 2 მარტს უმასპინძლებს, მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს სტარტს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward