workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: “გუნდი მარტინოს მხარს უჭერს”

ინიესტა: “გუნდი მარტინოს მხარს უჭერს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მხარდაჭერა გამოხატა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელის, არგენტინელი სპეციალისტის ხერარდო მარტინოს მიმართ. ინიესტა ცდილობს, რომ მარტინო ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის (“სოსიედადი” – “ბარსელონა” 3:1) შედეგად კრიტიკისაგან დაიცვას.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ბოლომდე ვუჭერთ კლუბის მთავარ მწვრთნელს. გამარჯვება ან დამარცხება – ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ და მთლიან პასუხისმგებლობას შედეგზე ჩვენს თავზე ავიღებთ.

და ბოლოს, მოედანზე ფეხბურთელები გავდივართ და არა მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო.” – განაცხადა კატალონიური კლუბის 8 ნომერმა.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward