workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხერარდო მარტინო მატჩის შემდეგ

ხერარდო მარტინო მატჩის შემდეგ

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ “რეალ სოსიედადთან” მარცხის შემდეგ (1:3), კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტი თვლის, რომ მატჩში შეცდომა თავად დაუშვა. მარტინომ ასევე თავი შეიკავა კომენტარი გაეკეთებინა საკუთარ გაძევებაზე, რომელიც არბიტრის გადაწყვეტილებით განხორციელდა. იტყობინება, Marca.

“ვფიქრობ ჩვენ გამარჯვება და მეტის გაკეთება შეგვეძლო, რადგან გაცილებით უფრო უმჯობესად ვითამაშეთ, ვიდრე აქვე “ანოეტაზე” (1:1) სამეფო თასის მატჩში. შესაძლოა, რომ მე ცვლილებები დავაგვიანე, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ლიონელ მესის გოლის შემდეგ ვიფიქრე, გუნდი სწრაფ მეორე გოლს გაიტანდა და წინ გავიჭრებოდით. რაც შეეხება ჩემს გაძევებას, არბიტრის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და სათქმელიც არაფერი მაქვს. ახლა წინ უნდა გავიხედოთ და სიტუაციის გამოსწორებას შემდეგ მატჩშივე ვეცადოთ.” – განაცხადა, მარტინომ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward