TuttoMercatoWeb იტყობინება, რომ “ნაპოლი” კვლავ დაინტერესებულია კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველით, ალექს სონგით.
დიდი ალბათობით 26 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს დატოვებს, რისი მიზეზიც სათამაშო დროის ნაკლებობაა. “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესებულია რაფაელ ბენიტესი, რომელიც ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს. “ნაპოლი” იანვარში უკვე ცდილობდა კამერუნელი ფეხბურთელის გადაბირებას, თუმცა მოთამაშემ უარი განაცხადა გადასვლაზე.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლური კლუბი სონგში 15 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.