FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯიმ ბოისი მანუელ პელეგრინის მიერ “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ, მსაჯზე გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ იონას ერიკსონმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კარგად იმსაჯა.
“სიტი”-“ბარსელონას” თამაშის შემდეგ, პელეგრინიმ განაცხადა, რომ ერიკსონმა, “ბარსელონას”, “მილანთან” არდანიშნული თერთმეტმეტრიანის გამო, ვალი დაუბრუნა. ჩილელი სპეციალისტის თქმით, ასეთ თამაშებზე შვედი გაუმოუცდელი არბიტრების დანიშვნა არ შეიძლება.
“აბოსლუტური ნონსენსია იმაზე საუბარი, რომ პატარა ქვეყნებიდან მსაჯების ასეთ თამაშებზე დანიშვნა არ შეიძლება. თუ არბიტრმა თავისი მაღალი კლასი დაადასტურა, არ აქვს მნიშვნელობა, საიდანაა ის წარმოშობით.
“მანჩესტერ სიტის” მწვრთნელის განცხადებას გავეცანი. თამაშიც ვნახე და პირადად ჩემის აზრით, ერიკსონმა კარგად იმსაჯა.” – აცხადებს ჯიმ ბოისი.