workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელთა კომენტარები

ფეხბურთელთა კომენტარები

შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ, “ეტიჰედ სტადიუმზე”, სადაც “ბარსელონამ” 0–2 დაამარცხა “მანჩესტერ სიტი”, ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

დანი ალვეში:

“ის, რომ სტუმრად ორი გოლი გავიტანეთ და არც ერთი გავუშვით, კარგი შედეგია. ერთი თამაში კიდევ დარჩა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგე ძლიერი კლუბია. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და შედეგი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ თავს არ ვზოგავთ და ჩვენს თამაშს დღითიდღე ვაუმჯობესებთ.”

ანდრეს ინიესტა:

“ეს შედეგი ჩვენთვის ფანტასტიკურია. პენალტისა და ფეხბურთელის გაძევების შემდეგ, მოწინააღმდეგემ პრესინგს მიმართა, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ ბურთი და მოვიგეთ კიდეც. მეორე მატჩი სახლშია, მაგრამ საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულები არ უნდა ვიყოთ.”

სესკ ფაბრეგასი:

“ზოგი ძალიან ბევრს ლაპარაკობდა თამაშის წინ და ახლა შეუძლიათ ცოტა ხნით გაჩუმდნენ. თუ ასე ვითამაშებთ, ჩვენი დამარცხება კიდევ უფრო რთული იქნება. ჩვენ მნიშვნელოვანი როლი ვითამაშეთ. ვიცოდით, როგორც უნდა გვეთამაშა და ვითამაშეთ კიდეც. ჩვენ ყველას შეგვიძლია რაღაცის გასაჩივრება, მაგრამ აშკარაა, რომ ერთი გუნდი მეორეზე უკეთესი იყო.”

ლეო მესი:

“ნორმალურია, რომ მსაჯზე ლაპარაკობენ. ყოველთვის არის რაღაც სათქმელი. დიდებულად ვითამაშეთ დიდებული გუნდის წინააღმდეგ და პასუხიც მშვენივრად გავეცით. თავს უკეთ ვგრძნობ. აქ გამარჯვება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა.”

ვიქტორ ვალდესი:

“კარგად ვგრძნობთ თავს, განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ ვითამაშეთ და როგორ შევუტიეთ მათ. ჩვენ ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, 20 წუთით ყოველთვის უნდა მოითმინო.”

ხავიერ მასკერანო:

“გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. ჩვენ მშვენივრად ვითამაშეთ. ეს შედეგი ხელს გვიწყობს, მაგრამ ვიცით, რომ შემდეგი მატჩი ძალიან რთული იქნება. “სიტი” არის გუნდი, რომელსაც შეუძლია საგოლე მომენტების შექმნა. ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ. მოდუნების საშუალება არასოდეს გაქვს, როცა შენ “ბარსას” ფეხბურთელი ხარ. სეზონის გადამწყვეტი მომენტი გვიდგას და ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიბრძოლოთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward