workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პელეგრინი: „მსაჯმა „ბარსელონას“ ვალი დაუბრუნა“

პელეგრინი: „მსაჯმა „ბარსელონას“ ვალი დაუბრუნა“

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი, “ბარსელონასთან” წაგების (0:2) შემდეგ, მსაჯობით უკმაყოფილო იყო და აცხადებდა, რომ შვედმა არბიტრმა, იონას ერიკსონმა კატალონიელებს, “მილანთან” არდანიშნული თერთმეტმეტრიანის გამო, ვალი დაუბრუნა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, მილანში 0:0 დასრულებულ შეხვედრაში, ერიკსონმა აბიატის მიერ სანჩესის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი არ დადო.

“არბიტრი არაობიექტურობას თამაშის დაწყებიდან მის დასრულებამდე ავლენდა. სწორედ მან გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.

თერთმეტმეტრიანის დანიშვნამდე მან ნავასის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევა ვერ დაინახა. ის ამ ეპიზოდიდან მხოლოდ 3 მეტრში იმყოფებოდა. მსაჯმა თამაშზე კონტროლი დაკარგა.

მიმაჩნია, რომ გაუმართლებელი იყო ამ თამაშზე იმ არბიტრის დანიშვნა, რომელმაც უხეში შეცდომა “მილანსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ შეხვედრაში დაუშვა. დღეს, მან კატალონიელებს ვალი დაუბრუნა.

თამაშის შემდეგ მსაჯს ვუთხარი, რომ მატჩის ბედი მან გადაწყვიტა და ახლა, შეუძლია კმაყოფილი იყოს. ასეთ შეხვედრებზე უფრო გამოცდილი არბიტრები უნდა ინიშნებოდნენ.” – განაცხადა პელეგრინიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward