workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინოს პრესკონფერენცია

მარტინოს პრესკონფერენცია

მანუელ პელეგრინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “სიტის” ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მომავალ მატჩში იქნება სტილისა და ინდივიდუალობის შენარჩუნება. მისი კოლეგა და მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მატჩში, ხერარდო მარტინო მას ეთანხმება: “როგორც გუნდი, “სიტი” ძალიან ჰგავს ჩვენ გუნდს. ალბათ, ისინი უპირატესობას უფრო შემტევ ფეხბურთს მიანიჭებენ, მაგრამ მათ გუნდში არის ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც ბურთის კონტროლი მოსწონთ. ამ მატჩში ბურთის გაკონტროლება ადვილი არ იქნება.”

ამ თვალსაზრისით, მარტინო მიიჩნევს, რომ ბურთის ფლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია. “ჩვენ უპირატესობას მივიღებთ, თუ ბურთს გავაკონტროლებთ, ხოლო “სიტის” შანსები ამ შემთხვევაში შემცირდება.” მარტინოს თქმით, მისი გუნდის მთავარი ამოცანები მომავალ მატჩში არის ბურთის კონტროლი და ანგარიში “ეტიჰადზე”.

მარტინოს ასევე სთხოვეს “მანჩესტერ სიტის” შეტევითი პოტენციალის შეფასება. “ეს სახიფათო გუნდია. ფაქტია, რომ “სიტი” ყველაზე ეფექტური კლუბია პრემიერ ლიგაში. როდესაც ჩვენ დაგვჭირდება დაცვაში თამაში, თავს დავიცავთ. ამის დაძლევის საუკეთესო გზა ბურთის შენარჩუნებაა,” განაცხადა არგენტინელმა.

“ბარსელონას” მწვრთნელს მიაჩნია, რომ მატჩს ორივე გუნდი კარგი ფორმით ხვდება და აღნიშნა, რომ “სიტი” ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში.”

როდესაც მწვრთნელს აგუეროს შესახებ ჰკითხეს, რომელიც მატჩს გამოტოვებს, მან გულწრფელად თქვა: “როგორც გულშემატკივარი ვწუხვარ, რომ ის მოედანზე არ იქნება. მაგრამ როგორც მწვრთნელი, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლები პრობლემები შეგვექმნება.”

ნეიმარის შესახებ კითხვაზე, რომელიც, შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს, მარტინომ ბუნდოვნად განაცხადა: “ყველაზე მთავარი ჩვენთვის მისი ჯანმრთელობაა. ჩვენ ჯერ კიდევ არ გადაგვიწყვეტია პირველივე წუთიდანვე ითამაშებს თუ მატჩს დაიწყებს სათადარიგო სკამიდან, როგორც ბოლო შეხვედრაში.”

[media=http://www.youtube.com/watch?v=2oHyZdRiEKc]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward