“მანჩესტერ სიტის” ჩილელმა სპეციალისტმა, მანუელ პელეგრინიმ “ბარსელონას” 32 წლის ესპანელი მეკარის, ვალდესის შესაძლო შეძენაზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ჟურნალისტებმა პელეგრინის ესპანელზე ორი შეკითხვა დაუსვეს. იტყობინება, Marca.
– თქვენ მოგწონთ ვიქტორ ვალდესი?
– “დიახ, ის შესანიშნავი მეკარეა”
– შესაძლოა თუ არა, რომ ის “მანჩესტერ სიტიში” გადავიდეს?
– “ახლა ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. სიმართლე გითხრათ, უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ მსოფლიოს ოთხი საუკეთესო მეკარე დაგვიკავშირეს: იკერ კასილიასი, ვილი კაბალიერო, ვიქტორ ვალდესი და პეპე რეინა.” – განაცხადა, პელეგრინიმ.