“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო მადრიდის “რეალის” დამრიგებლის, კარლო ანჩელოტის ეთანხმება და აცხადებს, რომ ესპანეთში, მსაჯები დიდ ზეწოლას განიცდიან.
“კარლო ანჩელოტის ვეთანხმები – ესპანეთში მსაჯობა რთულია და არბიტრებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ იმას, თუ რას ლაპარაკობენ მათზე. ინგლისში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს და შედარებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მსაჯი შეიძლება შეცდეს როგორც პრემიერ ლიგაში, ასევე ჩვენთან.”