კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ “სევილიასთან” ლა ლიგის 23-ე ტურში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტყობინება, ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ “სანჩეს პისხუანზე” კატალონიელებმა სევილიელებს 4 გოლი გაუტანეს საკუთარ კარში კი ერთი მიიღეს.
“ჩვენ თავს მშვიდად ვგრძნობთ, კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში ვართ. ამჟამად ჩვენი გუნდი შეცდომებით თამაშობს. მაგრამ ვნახოთ თუ რომელი გუნდი დაუშვებს მორიგ შეცდომას ცხრილის პირველი სამი ლიდერიდან. ვიმედოვნებ, რომ ეს გუნდი “ბარსელონა” არ იქნება. მეტოქეებს თავიანთი ღირსება გააჩნიათ. პირველი 20 წუთი განმავლობაში ჩვენ საჭირო სიმაღლეზე არ ვყოფილვართ, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება მოვახერხეთ. ხოლო ისინი, ვინც მესის აკრიტიკებს, აზარალებს მის სიამაყეს. შედეგად, მეტოქეებს პრობლემები ექმნებათ.” – განაცხადა, მარტინომ.