ზაგრების “დინამოს” ხორვატიელი 17 წლის ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი, კატალონიის “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოექცა.
ხორვატიულმა გამოცემამ Sportske Novosti-მ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი ნიჭიერი ნახევარმცველის შეძენას ცდილობს და მის სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს იხდის (3,6 მილიონი ევრო).
ასევე, ოფიციალური წინადადება მოიცავს სხვადასხვა ბონუსებს, ზაგრების “დინამომ” კი ჰალილოვიჩის ტრანსფერიდან მთლიანობაში, შესაძლოა, 15 მილიონ დოლარამდე მოგება ნახოს.
ცნობილია, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში გაფრინდება ზაგრებში, რათა ტრანსფერის ყველა დეტალი მოაგვაროს.
მიმდინარე სეზონში ჰალილოვიჩმა ხორვატიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში ასევე ერთი ჩატარებული მატჩია ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.