workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: „კარგი თამაში იყო“

მარტინო: „კარგი თამაში იყო“

ხერარდო მარტინო “რეალ სოსიედადთან” ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ არგენტინელი სპეციალისტი აცხადებს, რომ ნახევარფინალის ბედი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა.

“კარგი თამაში იყო. რისკზე არ წავსულვართ. “ვალენსიასთან” თამაშის შემდეგ ცოტათი შეშფოთებულნი ვიყავით.

2 გოლი კონკრეტული სიტუაციებიდან გამომდინარე გავიტანეთ და არა იმ თამაშის გამო, რომელიც ვაჩვენეთ.

“ვალენსიასთან” გამართული მატჩის პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ თამაში ჩვენთვის სასარგებლოდ ვერ დავასრულეთ. დღეს, ისეთ უპირატესობა არ მოგვიპოვებია, რომ ნახევარფინალის ბედი გადაწყვეტილად ჩავთვალოთ.

ფეხბურთელებს, რომლებმაც “ვალენსიასთან” ითამაშეს, დღეს მოედანზე გასვლა სჭირდებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამომავლოდ დავკარგავდი.

არ ვღელავ იმაზე, რომ მესის ვერ გააქვს. დღეს მას 3 კარგი შანსი ჰქონდა და ერთ-ერთი მათგანის დროს მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. ლეო გატანას მალე განაახლებს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward