შაბათს, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონა” “ვალენსიას” უმასპინძლებს, რომელმაც ლა ლიგის ბოლო ხუთი მატჩიდან, გამარჯვება ვერც ერთში ვერ მოახერხა. თუმცა, ხერარდო მარტინო გრძნობს, რომ “ვალენსია” უდავოდ სასიკეთოდ შეიცვალა. მათ კარგი მატჩი ჩაატარეს მადრიდის “ატლეტიკოსთან” და კარგად ითამაშეს “მალაგას” წინააღმდეგ. ისინი წინ მიდიან”.
ამ ერთი კვირის განმავლობაში ბევრი ცვლილებები მოხდა “ვალენსიაში”. გუარდადომ, პაბონმა და პოშტიგამ გუნდი დატოვეს, კლუბმა შეიძინა თავდამსხმელი ვარგასი და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი სეიდუ კეიტა, რომელიც გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა. პარასკევს, როგორც მარტინომ პრესკონფერენციაზე თქვა, “ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ რთულია იცოდე, რა გელის შაბათს, დღის მეორე ნახევარში”.
“ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ “ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღეები. სამივე ტოპ გუნდს აქვს რთული მატჩები”. “ბარსელონა” – “ვალენსიას” მსგავსად, საინტერესო მატჩები იქნება “ატლეტიკო” – “რეალ სოსიედადი” და “ატლეტიკი” – “რეალ მადრიდი”.
ესპანეთის თასის ნახევარფინალზე სამივე გუნდი ფიქრობს. “ჩვენ წინაშე ძალიან რთული მეტოქეა და ჩვენ უნდა ვიყოთ საუკეთესო ფორმაში”, თქვა მარტინომ “რეალ სოსიედადის” შესახებ. რაც შეეხება მადრიდულ დერბს, ნახევარფინალის სხვა მატჩს, არგენტინელმა განაცხადა, რომ “მისი მსგავსი თამაშები სულიერად და ფიზიკურად რთულია, მაგრამ ორივე გუნდი მზად არის სათასო მატჩისთვის”.
მარტინომ დასასრულს თქვა, რომ “ეს თებერვალია და ყოველი შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდება”.