“ბარსელონა” თავდასხმის გაძლიერებას “ბაიერნის” ფორვარდით, მარიო მანჯუკიჩით აპირებს, რომლითაც დაინტერესებულია “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო.
როგორც Sport.es იტყობინება, მანჯუკიჩი უკვე დიდი ხანია შედის კატალონიური კლუბის ინტერესთა სფეროში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხორვატიელი ფორვარდის შეძენით დაინტერესებულია “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთენი ტატა მარტინო. აღსანიშნავია, რომ “ბავარიის” ამჟამინდელი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, მიმდინარე სეზონში მარიოთი კმაყოფილი არაა, დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის გუნდში გადასვლამ კი, ხორვატიელს, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მიუნხენურ კლუბში ძირითადი ფორვარდის როლი დააკარგვინოს.
ამავე დროს, “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, კლუბიდან მანჯუკიჩის შესაძლო წასვლა უარყო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.
“გავიგე, რომ მარიო ძალიან კარგად ემზადება. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში მისი შედეგები გაუმჯობესდება. მანჯუკიჩი სჭირდება გუნდს ამ სეზონში. წინ გველოდება უამრავი მნიშვნელოვანი მატჩი და არასწორი იქნება, რომ სეზონის ამ მნიშვნელოვან პერიოდს მარიოს გარეშე შევხვდეთ”, – განაცხადა ჰინესმა.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, მანჯუკიჩმა, მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 10 გოლი.