“ფიფას” საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ ერთ წელზე მეტია დარჩენილი, მაგრამ ერთი კანდიდატი ოფიციალურად უკვე ცნობილია. 55 წლის ფრანგი ჟერომ შამპანი “ბარსელონას” გულშემატკივარი ყოფილა. მას რუსულმა Sport Express-მა ინტერვიუ ჩამოართვა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ჩვენთვის საინტრესო ნაწილს.
– მართალია, რომ “ბარსელონას” არა უბრალოდ გულშემატკივარი, არამედ ამ კლუბის ოფიციალური ფან-კლუბის წევრიც ხართ?
– დიახ. თუმცა, უპირველესად, “სენტ-ეტიენის” გულშემატკივარი ვარ. ამ გუნდს ბავშვობიდან ვქომაგობ. რაც შეეხება “ბარსას”… როდესაც 15 წლის ვიყავი, მშობლებმა კატალონიურ სკოლაში სასწავლებლად გამგზავნეს, სადაც მეგობრები გავიჩინე. ისე მოხდა, რომ მათთან ერთად “კამპ ნოუზე” თამაშის საყურებლად წავედი. სტადიონზე შევედი თუ არა… მეტყველების უნარი წამერთვა. მაშინვე გადავწყვიტე, რომ “ბარსელონას” გულშემატკივარი ვიქნებოდი. 2008 წელს კლუბის იმდროინდელ პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან დავმეგობრდი და “სოსიოც” გავხდი.
– არ გეშინიათ, რომ თქვენს სუბიექტურობაზე საუბრები დაიწყება?
– აბსოლუტურად არა. მადრიდის “რეალთან” კარგი დამოკიდებულება მაქვს. ემილიო ბუტრაგენიო ჩემი დიდი ხნის მეგობარია.