ბევრის აზრით, სამუელ ეტო’ო, ისტორიაში საუკეთესო, აფრიკელი ფეხბურთელია.
ადრეულ ასაკში აღმოჩნდა მადრიდის “რეალში”, შემდეგ იყო “მალიორკა” და “ბარსელონა”, სადაც ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ორივე ფინალში შეძლო გოლის გატანა. გუნდის დატოვებიდან, პირველივე წელს, მესამე ლიგის თასიც აღმართა, “ინტერთან” ერთად.
ახლა, ხან ყატარშია, ხან მილანში და სამომავლო გეგმებს აწყობს.
სამუელ ეტო’ოს, Marca გაესაუბრა.
დოჰას სტადიონი ხომ არ გინახავთ? სულ ახლახანს დასრულდა მისი მშენებლობა.
შენების პროცესს ვაკვირდებოდი, მაგრამ დასრულებულ მდგომარეობაში არ მინახავს, პანდემიის გამო, გადაადგილება ძალიან ჭირს. სახლში მომიწია ყოფნა, ოჯახთან ერთად, სტადიონი მხოლოდ ფოტოებზე ვნახე, ბუცების ჩამოღება და თამაში მომინდა.
ეს საუკეთესო მსოფლო ჩემპიონატი იქნება შემოსავლების კუთხით?
ამ გადაწყვეტილებას ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ მგონია, რომ ბოლო 50-100 წელიწადში, საუკეთესოდ ორგანიზებული სპორტული ღონისძიება იქნება. ვინც სანახაობის მოყვარულია, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი არ უნდა გამოტოვოს.
მუნდიალი ზამთარში ჩატარდება, რას ურჩევდით ესპანეთის ნაკრებს? უნდა წავიდნენ შუა სეზონიდან სამოგზაუროდ?
რა თქმა უნდა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება, არ შეიძლება.
ესპანეთში ფეხბურთი ბრუნდება, როგორ გგონია რა მოხდება ლა ლიგაში?
როგორც ყოველთვის, თუ “ბარსა” მოიგებს, ბედნიერი ვიქნები. ვიცი, რომ სულ მალე “მალიორკას” ხვდებიან, ეს ორი კლუბი განსაკუთრებით მიყვარს, სტადიონზე ვერაფრით ვერ მოვხვდები, მაგრამ შეხვედრას ტელევიზორში, აუცილებლად ვუყურებ.
შენ კულე ხარ, რომელმაც მადრიდზე შური იძია.
“რეალთან” არანაერი პრობლემა არ მაქვს, მათ მომცეს ბიძგი, რომ დიდ ფეხბურთელობაზე მეოცნება, უბრალოდ ჩემთვის შანსი არ მოუციათ. სხვაგან, ყველგან წარმატებას მივაღწიე, “ბარსას” კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
ძალიან ბედნიერი ვარ იმ პერიოდით, რაც იქ გავატარე, პირველ სეზონებში ფეხბურთს ისე ვთამაშობდით, როგორც “ფლეისთეიშენზე”. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელსაც ყველაფრისგან სიამოვნების მიღება სურდა, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.
როდის დაბრუნდები “ბარსელონაში” და რა როლში გიხილავთ?
არ ვიცი, კარიერა ახლახანს დავასრულე და ჯერ არაფერზე მიფიქრია, “ბარსაში” დაბრუნება კი ძალიან მსურს.
მწვრთნელობას აპირებ?
არ ვიცი რას გავაკეთებ მომდევნო წელს. მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ და იმაზე, რომ ჩემს ქალიშვილს საშინაო დავალების შესრულებაში დავეხმარო, ეს მნიშვნელოვანია, რადგან, ბავშვობაში, მე არ მქონია ამის შანსი.
მხოლოდ ოჯახზე ვფიქრობ, მშვიდად ვარ და სამომავლო გადაწყვეტილებებს, მოგვიანებით მივიღებ.
როგორ გგონია, დღევანდელი “ბარსელონა” ზედმეტად ხომ არ არის მესიზე დამოკიდებული?
ეს ნორმალურია. მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. გუნდის არჩევისას ყოველთვის ვეკითხებოდი, თუ ვისთან ერთად სურდა თამაში.
მსოფლიოს ყველა გრანდს სურს მესის ყოლა, მაგრამ ის “ბარსაშია” და მას მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ისე ვეღარ ირბენს, როგორც 25 წლის ბიჭი… თუმცა, ხანდახან მაინც ახერხებს ამას.
ერთადერთი, რაც “ბარსას” მოეთხოვება, არის ის, რომ კარგი ფეხბურთელები შეკრიბოს მის ირგვლივ, იმისათვის, რომ ფეხბურთი დღესასწაულად იქცეს. იმედი მაქვს 70 წლამდე ითამაშებს.
ადრე თქვი, რომ აფასებ გვარდიოლას, როგორც მწვრთნელს, მაგრამ არა, როგორც პიროვნებას, რა იგულისხმე?
მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ასეთი შეფასება გააკეთა. ჩვენ უძლიერესი გუნდი გვყავდა, მაგრამ პიროვნულ დონეზე, სულ სხვა მოლოდინი მქონდა.
არა ერთ ფეხბურთელს უთქვამს იგივე. პეპს თამაშის წარმართვა საუკეთესოდ შეუძლია, 2009 წლის გუნდი საოცრება იყო, ჩვენი შეტევა, ბურთის კონტროლი, დომინირება, ეს ყველაფერი პეპმა მოიტანა.
როცა ამ ყველაფრის ნაწილი ხარ, გგონია, რომ სირბილი და დატვირთვა საერთოდ არ გიწევს, არადა მთელი თამაშის განმავლობაში მოძრაობ, უბრალოდ დაღლას ვერ გრძნობ, იმიტომ, რომ სიამოვნება ყოველთვის მეტია.
პეპის გზამ “კამპ ნოუ” თეატრად აქცია, ტიკი-ტაკა სპექტაკლი იყო.
გგონია, რომ ჩავის უნდა მოეწერა კონტრაქტზე ხელი?
მე უკვე ვუთხარი ჩავის, რომ იქამდე უნდა გააკეთოს ეს, სანამ მესი ჯერ კიდევ გუნდშია, რადგან მესისთან ერთად, ყველაფერი გაცილებით მარტივია.
ჩავი ლიდერის თვისებებით გამოიღჩევა, იცის როგორ მართოს ემოციები და რაც ყველაზე მთავარია, ის ძალიან კარგი ადამიანია.
ყოველთვის აღნიშნავდი, რომ ინიესტა საუკეთესოა მათ შორის, ვისთან ერთადაც გითამაშია. რამ უფრო გაგაბრაზა, იმან, რომ “ოქროს ბურთი” ვერ მოიგე, თუ იმან, რომ ინიესტამ ვერ მოიგო?
მე არასდროს ვბრაზობდი ამაზე, რადგან ეს ხალხის გადასაწყვეტია და მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თუმცა, იმედი გამიცრუვდა, როცა ეს ჯილდო ანდრესმა ვერ მოიგო. როდესაც “ბარსელონაში” მოვედი, დაახლოებით 80 ჟურნალისტი იყო ოთახში და მათ მკითხეს, თუ ვისი თამაშით ვიყავი აღფრთოვანებული, მე კი ვუპასუხე, რომ ინიესტა მაოცებდა. მათ ისე შემომხედეს, როგორც გიჟს, ვიღაცებს გაეცინათ კიდეც, ეგონათ, რომ ვხუმრობდი, მაგრამ როდესაც კლუბს ვტოვებდი, ამაზე აღარავის ეცინებოდა.
ყველას აქვს სურათი ნანახი, სადაც ლუის არაგონესს შენს კისერში აქვს ხელი ჩავლებული, რა ისწავლე იმ დღეს?
ბაბუა ლუისი, იყო ადამიანი, რომელმაც ჩემი კარიერა განსაზღვრა, მან დაურეკა ჩიკი ბეგირისტაინს და უთხრა, რომ თუ გამარჯვება სურდა, უნდა გავეფორმებინე.
ჩიკის მისი არ სჯეროდა. არაგონესმა თავის ოთახში დამიბარა და მითხრა, რომ დრო იყო დიდ კლუბში წავსულიყავი, მან მითხრა – “თუ “ბარსაში” წახვალ, მათთან ერთად გაიმარჯვებ.”
ჩიკის სერიოზულად არ მიუღია არაგონესის სიტყვები, მათ რომელიღაც ბრაზილიელის გაფორმება სურდათ, მაგრამ ლუისმა ლაპორტას დაურეკა და მისი ყურადღება მიიქცია.
მასთან ყოველთვის ვალში ვიქნები. როცა ემილიო ბუტრაგენიო ჩამოვიდა პალმაზე და “რეალში” დაბრუნება შემომთავაზა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა.
იყო ჟოზე მოურინიო ის მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე უკეთ გაგიგო?
ჟოზე მეგობარია და ძალიან პირდაპირია. თუ რამე არ მოსწონს, პირდაპირ გეუბნება, ყოველგვარი მორიდების გარეშე. ორივეს ძლიერი ტემპერამენტი გვქონდა და ერთმანეთს კარგად გავუგეთ.
ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს გავიცანი. ხალხს სურს, რომ საწინააღმდეგო წარმოაჩინოს, მაგრამ ეს ტყუილია, ის კარგი ადამიანია.
მართალია, რომ ის ფეხბურთს სხვაგვარად აღიქვამს, მას ყველაფრის ფასად სურს გამარჯვება, ასეთი კაცია და ამ კომპონენტში მისი დამარცხება შეუძლებელია.
ის ლიდერად არის დაბადებული, ყოველთვის სწორ სიტყვებს პოულობს, მოუ დიდებულია.
ჩავის კარგად უთხრა მოდი სანამ მესიაო❤️❤️❤️
კიკე სეტიენი:,,არ ვინტერესდები მადრიდელთა საქმეებით"
კიკე სეტიენს მადრიდის „რეალის“ შესახებ ჰკითხეს.
„როგორც ვიცი, ზიდანის გუნდის სტადიონზე სამუშაოები მიმდინარეობს. ნამდვილად არ ვიცი და არც ვინტერესდები, რას როგორ აპირებს „რეალი“.
„„ატლეტიკოს“ სტადიონზე თამაში? ეს ამ ორი გუნდის შეთანხმების საკითხია და მე ნამდვილად ვერ დავინტერესდები.“
„„ბარსელონას“ უპირველესი მიზანი ლა ლიგის მოგებაა.“