workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ფასიოთი ინტერესდება

“ბარსელონა” ფასიოთი ინტერესდება

“სევილიას” ცენტრალური მცველი ფედერიკო ფასიო “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

კატალონიური კლუბი არგენტინელი მცველის შეძენით დაინტერესებულია “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს თხოვნით, რომელმაც ფეხბურთელის შეძენის სურვილი გამოთქვა დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ფასიომ “სევილიასთან” კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძივა. შეთანხმების ფარგლებში, 26 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდმა თანხამ 40 მილიონიდან 10 მილიონ ევრომდე დაიკლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward